The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Contact information
+995 (32) 297-16-12



გიორგი მჭედლიშვილი

გიორგი მჭედლიშვილი
Date of birth:31 January, 1956  (59 years)
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს. 

1983 წლიდან დღემდე ლექციების კურსს კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებთან. 1990-1991 ერთწლიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიურ პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაზე. დამთავრული აქვს საქართველო-საბერძნეთის საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული აკადემია "ტასის დემოკრატის" ევროსაბჭოს პროგრამით, ჟურნალისტის სპეციალობით.  სხვადასხვა დროს  ხელმძღვანელობდა სტუდენტურ ექსპედიციებს. 1999-2001 წლებში მონაწილეობდა ბუდაპეშტში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროგრამებში.

2003 წელს მონაწილეობდა ისრაელში მაშავის პროგრამით გამართულ "უმაღლესი განათლების" კურსებზე. 

ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და თითქმის ამდენივე საგაზეთო წერილის. ამჟამად  მუშაობს კავკასიისა და ტექნიკურ უნივერსიტეტებში სრული პროფესორის თანამდებობაზე. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა- "საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პრობლემა", დაიცვა 1983 წელს, სადოქტორო დისერტაცია- "შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზრი და "ვეფხისტყაოსანი", დაიცვა 2002 წელს. საქართველოში ისტორიულ კულტუროლოგიაში ერთ-ერთ  პირველს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

Bibliography


Share: