Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰენრი კუპრაშვილი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპფ-ის ჟურნალისტიკის განყოფილება 1977 წელს. 1968 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (საქ. ტექ. უნივერსიტეტი) პრეპარატორი, ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, გაერთიანებული პროფკომის თავმჯდომარის მოადგ., ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი. სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები: საქართველოს სახალხო ფრონტში - სააღრიცხვო განყოფილების ხელმძღვანელი (1989-1992); მინისტრთა კაბინეტში - ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი (1992); საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში - მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფოს მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი (1992-1996); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში – საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი (1996-2003), უშიშროების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი (2003), ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსი (2004); სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოში - სიტუაციური ცენტრის კოორდინაციის განყოფილების უფროსი (2005-2008), შიდა უსაფრთხოების ინსპექტორი (2008-2010) და სხვ. 1997 წ-ს იყო საერთაშორისო სემინარის «რეფორმების კოორდინირება საჯარო სექტორში: საქმიანობის გაუმჯობესება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა» კოორდინატორი საქართველოს მხრიდან (მიღებული აქვს მადლობის წერილი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისიდან). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შეიქმნა სტრატეგიული ანალიზისა და მოდელირების ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზებული სისტემა «დიდგორი»; პოლიტიკური პროცესების პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზის კომპიუტერული პროგრამა «აისი» და სხვ. მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კომპანია სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე და სხვ., მიიღო მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა, ქართული სამხედრო-საწრთვნელი წესით, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით 2002 წლის 30 აგვისტოს გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში - 12 კმ. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. არის ავტორი 5 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოსი, 100-მდე სამეცნიერო შრომისა და კონფერენციაზე წაკითხული 100-ზე მეტი მოხსენების, მისი ხელმძღვანელობით 22 დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია; მისი ავტორობით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დაინერგა მულტიდისციპლინური სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტი "პოლიტიკა სამსჯავროზე". მიღებული აქვს სერთიფიკატები: ჯორჯ მარშალის უშიშროების შემსწავლელი ევროპული ცენტრის უმაღლესი სახელისუფლო კურსი (CISS Class: 00-2, 2000); საქართველოს ეკონომიკური უშიშროების პოლიტიკის ფორმირება (უშიშროების მოდელირების სინთეზური გარემო) - აშშ-ს ევროპის შტაბისა და თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტი (2000) და სხვ., ჯილდოები, მათ შორის: უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედალი "სამაგალითო სამსახურისთვის", უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის (2000), დარდანელის სრუტის გადაცურვისთვის გაზეთი "ახალი ეპოქის" მიერ დასახელებულ იქნა წლის ადამიანად (2002), ბაირონის სახელობის ოქროს მედალი (ბაირონის საერთაშორისო საზოგადოება) დარდანელის სრუტის გადაცურვისთვის (2003), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მიერ დასახელებულ იქნა წლის ადამიანად (2006, 2007), ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ესტონეთი, ქ. ტალინი, 2018), ქ. ჰურგადაში (ეგვიპტე) გახდა მსოფლიო ჩემპიონი ბიატლში, ბრინჯაოს პრიზიორი ტრიატლში (ეგვიპტე, ქ. ჰურგადა, 2018). ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი, მათ შორის, ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი ზამთრის ცურვაში (სლოვენია, ბლედი, 2023). სამგზის მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ხუთჭიდის ბიატლსა (ეგვიპტე, ქ. ჰურგადა, 2018) და ტრიატლში (ბათუმი, 2015). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი და პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკაში", დაიცვა 1999 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა - "საინფორმაციო პოლიტიკა პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესში", დაიცვა 2003 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |