შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე პაპავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1932 წელს. ალ. პაპავამ დაწყებითი განათლება მიიღო სამრევლო-საეკლესიო სკოლაში, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. სიმწიფის ატესტატი აიღო 1915 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ მატერიალური ხელმოკლეობის გამო იგი ორი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა, ჯერ ატარებდა კერძო გაკვეთილებს, ხოლო 1917 წელს დაიწყო მუშაობა სკოლაში. თსუ-ს ასპირანტურის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გაგზავნეს მოსკოვის ზოოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1939 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ პერიოდში ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ცხინვალის (სტალინირის) ინსტიტუტში დააარსა ბიოლოგიის კათედრა და გარკვეული წლები ხელმძღვანელობდა მას. ხოლო შემდეგ, გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტად. მისი პირადი ფონდი ინახება საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |