The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ კვარაცხელია

რამაზ კვარაცხელია
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1983  (40 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2006 წელს; თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტურა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხით 2009 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ყაჩაღობისათვის".  

2005-2006 წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწე; 2006-2007 წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006-2008 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგიდიდის ფილიალის პედაგოგი (საგანი - სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, კრიმინოლოგია); აგვისტო 2007 - დეკემბერი 2007 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს I განყოფილების უფროსი გამომძიებელი; დეკემბერი 2007 - თებერვალი 2008 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე; თებერვალი 2008 - აპრილი 2008 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; 16 აპრილი 2008 - 13 ნოემბერი 2008 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების განყოფილების უფროსი; 2008- 2010 წწ. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2009 -2011 წწ. ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2010-2011 წწ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "გორგასალი"-ს ასოცირებული პროფესორი; 2010 -2011 წწ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი; 2010-2011 წწ. გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი; სექტემბერი 2010 – იანვარი 2011 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან 2013 წლამდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან 2013 წლამდე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი; 2012 წ. კავკასიის უსაფრთხოების ექსპერტთა აკადემიის საპატიო წევრი, ანტი კორუფციული განყოფილების ხელმძღვანელი; 2012 წლის 18 დეკემბრიდან 2014 წლის 30 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ფაკულტეტის / განყოფილების უფროსი; 2014 წლის 30 აპრილიდან 2016 წლის 22 ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - პროფესორი (სამმართველოს უფროსის მოადგილე); 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2018 წლის 22 იანვრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2018 წლის 22 იანვრიდან 2018  წლის 1 აპრილამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2018 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 2 ივნისამდე იყო თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე. არის ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების მონაწილე; მისი მეცნიერული კვლევის სფეროს შეადგენს ადამიანის, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სხვა აქტუალური სამართლებრივი საკითხები; გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები: "სხვათა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი საშუალების გამოყენებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის პრობლემები" - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შრომების კრებული, 2019 წ. 1. ნაწილი პირველი, გვ.34-37; "PROBLEMS RELATED TO THE QUALIFICATION OF PREMEDITATED MURDER PERPETRATED IN A MANNER THAT INTENTIONALLY ENDANGERS THE LIVE OR HEALTH OF OTHERS" -  DAVID AGHMASHENEBELI NATIONAL DEFENCE ACADEMY OF GEORGIA, 2019 y. №1. Part one, pg.172-173; "მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების როლი ყაჩაღობის კვალიფიკაციისას" - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული, 2011წ. №4 გვ.114-123; "ქურდობის სისხლისსამართლებრივი დახასიათება და მისი კვალიფიკაცია" - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული, 2011წ. №4 გვ.124-136; "МЕСТЬ — ЦЕЛЬ  ИЛИ МОТИВ?" - журнал «Закон и право» №9 (сентябрь) М. 2011г. с.54-56; "განაჩენის დაუსწრებლად გამოტანისა და ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემა" - ჟურ. "ცხოვრება და კანონი" 2010 წ. №1 (9) გვ.35-40; "შურისძიება დანაშაულის მოტივი თუ მიზანი?" - ჟურ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "მაცნე".- თბ., 2010 წ. №2. გვ.121-126; "ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი ნიშნები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით" - ჟურ. "ცხოვრება და კანონი" 2010 წ. №2 (10) გვ.20-30; "ყაჩაღობის აღმსრულებლობა და თანამონაწილეობა" - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული, 2009 წ. №2 გვ.114-149; "ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების სისხლისსამართლებრივი დახასიათება" - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული, 2009 წ. №2 გვ.150-166; "ყაჩაღობის ისტორიული მიმოხილვა. ყაჩაღობის ცნება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით", 2009 წ. №2 (6) ჟურ. "ცხოვრება და კანონი" გვ.20-25; "კანონიერი ქურდობა", 2009 წ. №3 (7) ჟურ. "ცხოვრება და კანონი" გვ.24-28; "განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების სისხლის სამართლებრივი დახასისთება და მისი კვალიფიკაციის პრობლემები", ჟურ. "ცხოვრება და კანონი", 2008 წ. №2(4) გვ.28-31; "საქართველოსა და რუსეთის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შედარებითი ანალიზი" - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული, 2008 წ. №1 გვ.181-191; "სხვისი ქონების (ნივთის) დაუფლების (გატაცების) ცნების სრულყოფისათვის", ჟურ. "ინტელექტუალი", 2006 წ. №1, გვ.68-74; "ყაჩაღობის ობიექტი და საგანი", "თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო შრომები" 2005წ. №III-IV გვ.231-245; "საპატიმრო ვადები", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჟურ. "ალმანახი" №22 გვ.61-66; "დანაშაულის კვალიფიკაციის ცნება და მნიშვნელობა" - "სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული", ქუთაისი. 2003 წ. №3 გვ.71-75. თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის უსაფრთხოების კვლევების მიმართულების პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - ACTUAL PROBLEMS OF ADMINISTRATIVE LAW AND PROCESS - АКТУАЛЬНЫЕ ПРОБЛЕМЫ АДМИНИСТРАТИВНОГО ПРАВА И ПРОЦЕССА, სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - CIVIL AND TRADE LAW - ГРАЖДАНСКОГО И ТОРГОВОГО ПРАВА, სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - CONSTITUTIONAL AND STATE LAW - КОНСТИТУЦИОННОГО И ГОСУДАРСТВЕННОГО ПРАВА, სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - CRIMINAL PROCEDURE PROBLEMS OF THEORY AND PRACTICE - УГОЛОВНОЕ СУДОПРОИЗВОДСТВО (ПРОБЛЕМЫ ТЕОРИИ И ПРАКТИКИ), სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - SOCIO-HUMANITARIAN REVIEW- СОЦИАЛЬНО-ГУМАНИТАРНОЕ ОБОЗРЕНИЕ, სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი - "ცხოვრება და კანონი", სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საქართველოს იურისტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    ელ.ფოსტა:

გააზიარე: