| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ბიბილური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს. თავდაპირვრლად მუშაობდა გაზეთში "ახალგაზრდა კომუნისტი", 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორის მოადგილედ. მისი სამწერლო დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში "ცისკარი", სადაც მისი პირველი მოთხრობები გამოქვეყნდა. 1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი - ნარკვევებისა და მინიატურების კრებული, შემდე მოთხრობების კრებული: "ნიღაბი", რომანები: "ჟამი კითხულისა", "მთვარის შვილი", "ჩივილი", რომანი: "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის", ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი: "წელიწადის დრონი" (1989). მისი პიესები "ვიღაც მეძახის" და "მთვარიანი ღამის სტუმრები" წარმატებით იდგმებოდა რესპუბლიკის თეატრის სცენებზე. თამაზ ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. ჟურნალისტ თიურა ვაშაძის მეუღლე. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. - თბ., 1994. - გვ.86; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.77 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

