The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ელიოზიშვილი

მერაბ ელიოზიშვილი
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 2012  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, სასულიერო პირი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1957 წელს.

 1958 წლის ჟურნალ ''ცისკრის'' მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პირველი სამი მოთხრობა. დაწერილი აქვს ორი პატარა წიგნი, მათგან ერთი რუსულ ენაზეც გამოიცა. ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორიცაა. ერთი მათგანია ''თეთრი ქარავანი'', ხოლო მეორე - ''დიდი მწვანე ველი''. მისი პირველი მოთხრობა ''ბებერი მეზურნეები'' პიესადაც გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა. მისი ქმნილებები ფართო პოპულარობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. ბევრ მათგანზე საგანგებო მნიშვნელობის ფილმი თუ სპექტაკლი დაიდგა. მისი თხზულებებია: ''მოლოდინი'' - 1961წ., ''დიდედები და შვილიშვილები'' - 1964წ., ''სინოს წითელი ხარები''- 1968წ., ''ძმანო კახელნო'' - 1974წ., ''კურდღლის სიმღერა'' - 1987წ. და სხვა; პისები: ''სარკე'', ''დათვები'', ''ბერიკონი'', ''არაფერი''; კინოსცენარები: ''გზები და გზაჯვარედინები'', ''დიდედები და შვილიშვილები'', ''ძროხის ქურდი'', ''დიდი მწვანე ველი'', ''დურდო გიორგობისთვის'' და სხვ. მერაბ ელიოზიშვილი 15 წელზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებდა, მას დიაკვნობაში ეწოდა მამა ელიოზი (ელიოზიშვილი).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის წევრი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს კომკავშირის პრემია, ლაურეატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: