| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
თამაზ ჭილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა ივანე ჯავავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტი 1954 წელს. მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში" (1958–64), იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973–81), 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორია. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში "პირველი სხივი" (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: კრებულები – "ღია სარკმელი" (1958), "მზის საათი" (1962), "ივლისი" (1966), "მახსოვრობა"(1978), "ლექსები" (1987), "მზე დეკემბერში" (1999); პროზაული კრებულები – "გასეირნება პონის ეტლით", "შუადღე"(1963), "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე" (რომანი, 1965), "თეთრი კვამლი" (1967), "აჰა, მიიწურა ზამთარი" (რომანი, 1967), "მდგმურები"(1971), "აუზი"(1972) და სხვ. მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

