The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი
Legal name:რევაზ გელოვანი
Date of birth:2 March, 1917
Date of death:July, 1944  (at 27 years)
Burial location:ძმათა სასაფლაო, ბელარუსი, ვიტებსკის ოლქი, ბერენკოვიჩის რაიონი, სოფ. სანიკი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაქალაქარი, თიანეთის რაიონი.

1936–1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები"; ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975). 

წყარო: poetry.geburusi.wordpress.com

Awards and Honors

  • 1975 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია , ლაურეატი
  • 1973 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Bibliography

  • 100 ლექსი (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2006. - 132გვ.
  • ოცდაშვიდი გაზაფხული : გამოუქვეყნებელი ლექსებითა და მასალებით შევს. სრული გამოცემა (Author). - თბილისი, მწერალი, 2001. - 256გვ.
  • რჩეული ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1979. - 126გვ.
  • უბის წიგნიდან : ლექსები, ბალადები, პოემა, მოთხრობები, წერილები (Author). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1964. - 289გვ.

Share: