| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაყვალა მრევლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს. პირველი ლექსი "წერილი აბასთუმნიდან" 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის თემაზე შექმნა პოემა "ჭირნახული", რომელმაც იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. ლექსთა კრებულებმა: "ქართვლის უბეში" (1950), "ლექსები" (1958), "ჩემი ზეკარი" (1960) "გულისა" (1961), პოემამ "მზისკენ"(1962) საყოველთაო აღიარება მოიპოვა. საგულისხმოა მისი ღვაწლი საბავშვო მწერლობის განვითარებაში. ბავშვთა საყვარელი ლექსები გახდა ,"დილა მშვიდობისა", "ჯეჯილში", "ჩიტო–ჩიტო", "კიკლი–კიკლი კიბესა" და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ გადამუშავებული ზღაპრები – "ირმისა", "კომბლე". თარგმნა და გამოსცა ლიტერატურული ზღაპარი "მზის დამხსნელი", შარლ დე კოსტერის "ულენშპიგელის ლეგენდა". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, სლოვაკურ და სხვა ენებზე. ალექსანდრე მრევლიშვილის შვილი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.278-279 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

