The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იესე ტლაშაძე

Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Poet

Biography

XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. ეკუთვნის პოემა "ბაქარიანი" ("კათალიკოზ-ბაქარიანი", დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ისტორია, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა. როგორც ჩანს, იგი ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლია სტამბოლში. იესე ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. "ბაქარიანზე" ზემოქმედება მოუხდენია იოსებ სააკაძის "დიდმოურავიანსაც".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.297

Bibliography

  • ბაქარიანი : პოემა (Author). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962. - 75გვ.

Share: