შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იესე ტლაშაძე![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. ეკუთვნის პოემა "ბაქარიანი" ("კათალიკოზ-ბაქარიანი", დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ისტორია, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა. როგორც ჩანს, იგი ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლია სტამბოლში. იესე ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. "ბაქარიანზე" ზემოქმედება მოუხდენია იოსებ სააკაძის "დიდმოურავიანსაც". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.297 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |