შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ნონეშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-1945 წწ. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; 1947-1950 წწ. იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე; 1952-1963 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "დილას", ხოლო 1963-1966 წწ. იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წელს. ჟურნალ "ჩვენს თაობაში"; 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: "საუბარი ნაძვებთან", "ფრთხილად იყავი", "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა" და სხვა. ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: "ჩუქურთმის მჭრელის ეპიტაფია", "შემოდგომა თბილისში", "ელადის ყვავილები" და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.469; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ.293 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |