| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანსუღ ღვინჯილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო კრიტიკული წერილების გამოქვეყნებით ქართული ლიტერატურისა და ცალკეულ მწერალთა შესახებ. იგი ავტორია წიგნებისა: "კრიტიკული წერილები", "მდინარება", "წერილები", "ზომიერების გრძნობა თანამედროვე ქართულ კრიტიკულ აზროვნებაში", "ტრადიცია და თანამედროვენი", "პოეტური ენერგია", "დანიშნულება"; ბიოგრაფიულ-ანალიტიკური რომანებისა: "გიორგი სააკაძის პიროვნება" "სული აღმაშენებელი"; ესე-მონოგრაფიებისა: "ქართველი კაცის სინამდვილე" "ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა" და სხვა. მას ეკუთვნის რომანი "ქართლოსის საფლავი" და პიესა "ახალი ცა". იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს", გამომცემლობა "მერანის" და ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი; საქართველოს ლიტფონდის დირექტორი; ჟურნალ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი და გამომცემლობა "საქართველოს" დირექტორი. 1977 წლიდან გამოსცემდა ჟურნალს "რანი ვართ ქართველნი?!". მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, რედაქტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10. -თბ., 1986.-გვ.589; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.416; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.374; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

