Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პოლიკარპე კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი კუხი, ხონის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია 1911 წელს. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება." კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვანი დრამატული ნაწარმოებია რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა "გზაჯვარედინზე'', რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს. 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში "შვიდი მნათობი" დაიბეჭდა მისი პიესები "სისხლი სინათლემდე" და "სამი ასული". 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა "ლისაბონის ტუსაღები". დიდი პოპულარობით სარგებლობდა პ. კაკაბაძის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი", რომელიც ქართული საბჭოთა კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929 წელს, ახლებური იყო რ. სტურუას 1974 წლის დადგმა. 1938 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა კაკაბაძის კომედია "კოლმეურნის ქორწინება". პ. კაკაბაძის ისტორიული პიესა "კახაბერის ხმალი" ("დავით მერვე", 1954), პირველად დაიდგა 1957 წელს ქუთაისში, 1965 წელს კი - თბილისში. სიცოცხლის ბოლო ათწლეულში პ. კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე" (1967), ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971). მან სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოებრიობის დიდი აღიარება. მისი "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით შექმნილია ფილმი "ყვარყვარე." წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.197 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |