შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. 8 წლისა თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1862 წელს მოსკოვში გაგზავნეს უნივერსიტეტში შესასვლელად. გარემოება შეიცვალა და იძულებული გახდა იქიდან 1866 წელს დაბრუნებულიყო სწავლა დაუსრულებელი. ნიკო ავალიშვილი მოსკოვში რვა თვე ფრანგის ოჯახში ცხოვრობდა. კარგად შეისწავლა ფრანგული წერა-კითხვა. მთელ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა, წაკითხულ ნაწარმოებებს ქართულად თარგმნიდა. მოსკოვში ძალიან დაუახლოვდა აკაკი წერეთელს. გადაუწყვეტია, მისი მატერიალური დახმარებით დაეარსებინა სტამბა, სადაც ქართულ წიგნებს დაბეჭდავდა. აქვე ქართველი სტუდენტები იმუშავებდნენ და საცხოვრებელ სახსრებს მოიპოვებდნენ. სტამბის დაარსების პროექტი დაიწერა, აკაკიმ ფინანსურად დიდი დახმარება გაიღო, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. ნიკო ავალიშვილს თბილისში დაბრუნება მოუხდა. 1869-1872 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "მნათობს", თანამშრომლობდა ჟურნალ "დროებაში". მისი თხზულებები იბეჭდებოდა "ცისკარში", "მნათობსა" და "ივერიაში". 1870 წელს განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეური იყო. ნიკო ავალიშვილი სოფლის ხალხის საკეთილდღეოდაც მოღვაწეობდა. საგარეჯოს ხალხს გულშემატკივრობდა. დიდი დახმარება გაუწია სიღნაღიდან თბილისამდე შოსეს შეკეთებას. საგარეჯოში მცხოვრებლებთან მოლაპარაკებით 1877 წელს გაიხსნა კოოპერატივი "ივრის დამზოგველი ამხანაგობა". იგი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.85 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |