The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე
Date of birth:14 July, 1928
Date of death:4 September, 1984  (at 56 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Economist, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1950 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასისტენტად, იმავდროულად ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1959-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი.  თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ "მზიურში", რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

Member of Organizations

  • ჟურნალ "მოლოდაია გვარდია"სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობა , მდივანი (1972-)
  • სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი (1972-)

Awards and Honors

  • 1975 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: