შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაოლო იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გამოღმა არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1911 წელს პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპის კერძო გიმნაზიაში; 1913 წელს იგი პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა; ისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები"; 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში"; 1912–1913წწ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ–მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს"; ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ; ბეჭდავდა წერილებსა და თარგმანებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში; ქართველ მწერალთაგან პირველია, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს. პაოლო იაშვილი თავდაპირველად დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ხოლო 1955 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.181; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.177-178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |