შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყელქცეული, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით 1942 წელს. ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან- ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949-1971წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971-1980წწ. - უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ "ჩვენ თაობაში". მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი "ჩემი სოფლის ეტიუდები", რომანის ციკლი "მატიანე ქართლისა", დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობათა პირველი კრებული "ხელეური"-1947წ. წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით -"ჩემი სოფლის ეტიუდებიდან". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.61 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |