Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოტია იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გვიშტიბი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები 1961 წელს. თხზულებებეს აქვეყნებდა 1954 წლიდან; მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს; ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს; რომანებში ("ვარსკვლავთ ცვენა", 1962; "ტყვეთა ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", 1975) მთავარია ომის თემა; ავტორი ყურადღებას ამახვილებს ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი "იყო ერთი ქალი", 1970); ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზღაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვ.); ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე; ავტორია კინოსცენარების "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხ.; ო. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. 2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.-გვ.204; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი (დაარქივებული): web.archive.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.41; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.115; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.170-171 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |