The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ხუსკივაძე

ამირან ხუსკივაძე
Date of birth:5 May, 1933  (90 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

 დაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, ზესტაფონის რაიონი.                        

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

1962 წლიდან მუშაობს დიდი - რთული - სისტემების კვლევის დარგში. 1970 წლიდან იგი აგრეთვე მუშაობს სამედიცინო კიბერნეტიკაში და ხელმძღვანელობს საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების ავტომატიზირებული მმართვის სისტემების ლაბორატორიას. ზემო აღნიშნული  სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიად გარდაქმნის შემდეგ არის ამ ლაბორატორიის სისტემური კვლევის სექტორის ხელმძღვანელი. 1985–1997წწ. ა.პ. ხუსკივაძე მუშაობდა საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო სისტემოტექნიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. იგი არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ბოლო წლების ნაშრომები ეძღვნება ფიზიკისა და ასტრონომიის უძველეს პრობლემებს - დროის ფენომენისა და სამყაროს მოწყობილობის შესწავლას. ამ პრობლემებისა და საერთოდ დიდი სისტემების შესწავლის დარგში ა. ხუსკივაძის კვლევის შედეგები სისტემატიზირებულია მის მონოგრაფიაში: "Теория целостности. Принятие решения в больших - сложных – системах"(წიგნის უკანასკნელი ელექტრონული ვერსიის მისამართია 

http://www.synergetic.ru/books/).

მისი მონოგრაფიები ინახება ყოფილი საბჭოთა კავშირის აკადემიების, უნივერსიტეტებისა და სხვა მსხვილ ბიბლიოთეკებში. ზემოთ ნახსენები მონოგრაფია შეტანილია გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგში. მიკროფილმი მისი მონოგრაფიისა "Целостные системы" ინახება ილიონის უნივერსიტეტისა(აშშ) და სხვა ბიბლიოთეკებში. ა. ხუსკივაძის სამი კომპიუტერული პროგრამა შეტანილია რუსეთის ფედერაციის ეგმ –ის პროგრამების სახელმწიფო რეესტრში ნომრებით: RU 2013 613703, RU 2013619297 და RU 2013661734. ბოლო მეოთხე კომპიუტერული პროგრამის  "Оптимизатор ресурсов -2" ელექტრონული ვერსიის მისამართია: https://drive.google.com/file/d/0B9H7Aernmzq7Q2RzbHNDZVotcjQ/view

თვითეული ამ პროგრამის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო ფართო გაგებით. უფრო ზუსტად, იგი იქნება საუკეთესო მართვის ობიექტის შინაგანი რესურსების რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით. ეს პროგრამები შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფოსა და ჯარების ავტომატიზირებულ მართვის სისტემებში, საფრენ აპარატებში, წყალქვეშა ნავებში, მედიცინაში, ბიოლოგიაში და ასე შემდეგ. ყველაზე სრულყოფილია ბოლო პროგრამა "Оптимизатор ресурсов -2". სამედიცინო პრაქტიკაში ამ პროგრამის მასობრივი გამოყენებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ადამიანის სიცოცხლის აქტიური პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა და საერთოდ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.  ა. ხუსკივაძის მთელი რიგი ნაშრომების ელექტრონული ვერსიები გამოქვეყნებულია http://www.medlinks.ru პორტალზე, მოსკოვის საერთაშორისო სინერგეტიკული ფორუმის საიტზე synergetic, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტზე http://chronos.msu.ru/ru/, ელექტრონულ ჟურნალში RELGA და სხვა ელექტრონულ გამოცემებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"დიდი სისტემების ეფექტურობის გამოკვლევა".

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური კომიტეტის სამედიცინო სისტემური ანალიზის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1980-1985)
  • საბჭოთა კავშირის სამედიცინო აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიური კიბერნეტიკის სამეცნიერო საბჭოს მედიცინაში და ბიოლოგიაში სისტემური ანალიზის პრობლემური კომისია, წევრი (1984-1985)

Bibliography


Share: