Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან სანიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ მოიწვიეს. 1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა ,"გაიუს გრაკხუსი", რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები, "მედეა", "სპარტაკი", "ქუთათურები", რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე. 1976-81 წლებში გამოქვეყნდა ლ. სანიკიძის საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება "უქარქაშო ხმლები", რომელმაც რამდენიმე გამოცემას გაუძლო. ლევან სანიკიძის კალამს ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: "ანტიკური ქვეყნების ისტორია", "ამბავი კოლხი ასულისა", "რომის იმპერია", "მარიუსი და სულა", "კვერთხი ეშმაკთა", "კეისარიადა", "სამას-სამასი", "ალექსანდრე მაკედონელი", "გიორგი სააკაძე", "დედა ისტორია", "დავით აღმაშენებელი", "თამარიანი", "სავედრებელი გიორგი ათონელისა", "მესამე დასის საქართველო", "წიგნი მოწამეთა", "პონტოელნი", "მკვლელობა ხობის წყლის პირას", "პუნიკური ომები". ლევან სანიკიძის შემოქმედებას ეკუთვნის ასევე: პიესები და წერილები. წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: buki.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.232 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |