შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ჩანტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1954 წელს პოეტი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ირაგაში მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. შოთა ჩანტლაძე, გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს. თარგმნა ფინური ეპოსი "კალევალა", ირლანდიური საგები, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის შედევრები. მისი დღიურები და პირადი წერილები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავენ იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების შესახებ. დღემდე პოეტის ოთხი კრებული დაისტამბა, მათ შორის-"თენდება, ღამდება" (1984 წელი) და "შოთა ჩანტლაძე". წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდი: buki.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |