შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრა კავკასიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1928 წელს. 1937-1942წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ალკკ ცეკასთან არსებულ პიონერხელმძღვანელთა რესპუბლიკურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1942 წლიდან კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დარბაზების განყოფილების გამგედ; 1954 წლიდან ამავე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1968-1984წწ. ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი რედაქტორობით დაისტამბა "ქართული პერიოდული გამოცემების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის" რამდენიმე ტომი, რომელიც შემდგომში ქართველ მეცნიერთა სამაგიდო წიგნი გახდა. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |