| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კარტოზია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1982წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მთარგმნელი; 1985-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 1985-1988წწ. - ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1997-1998წწ. - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; 1998-2004წწ. - საქართველოს განათლების მინისტრი; 2004 წლიდან ცხოვრობს ბერლინში; არის ოდერის ფრანფურკის იადრანის უნივერსიტეტის სოციალური ლინგვისტიკის კათედრის ლექტორი; ბერლინში თანამშრომლობს ლიტერატურულ სახლებთან და ატარებს სემინარებს თარგმანის თეორიაში; 2011 წლიდან ხელმძღვანელობს მთარგმნელთა გერმანულ-ქართულ სახელოსნოს, 2017 წლიდან არის ჰუმბოლდტის სტიპენდიის ალუმნების კავშირის თავმჯდომარე და საერთაშორისო შეკრებების ორგანიზატორი; 2022 წლის 19 მაისს გადაეცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენი, "დამსახურების ჯვარი", რომელიც გერმანიის მაშინდელმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადასცა; 2025 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს ელჩად გერმანიაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენა, ტექსტი, თარგმანი", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.470-471; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში: tiflis.diplo.de ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

