The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია გიგაური

ლია გიგაური
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1965  (58 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის სპეციალობით 1989 წელს.

1989-1992წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში. შეისწავლა ამავე ინსტიტუტში დაცული სომხური ხელნაწერების ფონდისა და აგრეთვე ერევნის მატენადარანის 17-18სს-ების სომხური ხელნაწერების ანდერძ-მინაწერები; დაამუშავა და სისტემაში მოიყვანა ინსტიტუტში არსებული პოეტ ო. თუმანიანის ფონდი. 1993-2002წწ. იყო თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრასთან არსებული ეთნოკონფესიონალური ურთიერთობების შემსწავლელი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2002-2008წწ. ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. კითხულობდა ლექციებს თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალ ისტორიაში,წყაროთმცოდნეობა-ისტორიოგრაფიაში,სომხურ-ქართულ ისტორიულ-ლიტერატურულ ურთიერთობებში,თურქეთისა და ისრაელის შუა საუკუნეების ისტორიაში, აღმოსავლეთის ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების ისტორიაში. 2002-2007წწ. მიწვეული იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფაკულტეტზე. 2004 წელს გახდა ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 2004-2006წწ. მონაწილეობდა სამეცნიერო პროექტში "ისლამური ერთობის იდეის გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე". 2008-2010წწ. მუშაობდა პროექტზე "განდისტური თვითრეალიზაციის თეორია და ისტორიული სინამდვილე". დამთავრებული აქვს აგრეთვე იტალიური ენისა და მხატვრული თარგმანის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) ფაკულტეტები. თარგმნა ოსკარ უაილდისა და ამბროსი ბირსის ნაწარმოებები. დაიბეჭდა ვაჰან ტერიანისა და არშაკ ჩოპანიანის ლექსები თარგმანები. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"სიმეონ ერევანცის "მემუარების" ცნობები საქართველოს შესახებ"; სადოქტორო დისერტაციის თემა -"განდის მოძღვრების ძირითადი ასპექტები", დაიცვა 2007 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: