The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი მარგველაშვილი

გივი მარგველაშვილი
Date of birth:14 December, 1927
Date of death:13 March, 2020  (at 92 years)
Burial location:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბერლინი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა. მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული "პერესტროიკის" შედეგად, მიეცა საშუალება - პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ - კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, "კაპიტანი ვაკუშის", მეორე ტომი, აგრეთვე რომანები "მუცალი", "დიდი კორექტურა", პროზაული კრებულები: "გადაუგდებელი ხელთათმანი", "სიცოცხლე ონტოტექსტში". მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის "ქალაქის მწერლად" გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2015).

წყარო: გივი მარგველაშვილის პირადი გვერდი: giwi-margwelaschwili.de

Awards and Honors

  • 2015 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Bibliography


Share: