Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: უკრაინა. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი 1967 წელს. 1967-1992წწ. მუშაობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში კათედრის გამგედ. 1967 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის უმაღლესი ენობრივი კურსები; 1983 წელს სტაჟირება გაიარა ლიდსის უნივერსიტეტში(დიდ ბრიტანეთი), ხოლო 1989 წელს სტაჟირება გაიარა ვაშინგტონის ჯორჯ ტაუნის უნივერსიტეტში(აშშ). 1990წ. იყო მოწვეული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტის ამერიკული კულტურის შესწავლის ცენტრში(ნიუ-იორკი); 1992-2005წწ. ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია; 1995წ. მუშაობდა ვაშინგტონის კენანის ინსტიტუტის მკვლევარ-მეცნიერ თანამშრომლად. 1995-2011წწ. იყო საქართველოს დიპლომატიური აკადემიის პრორექტორი და პროფესორი, ენებისა და ქვეყანადმცოდნეობის კათედრის გამგე. 2011-2012წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. 1970-2012წწ. გამოაქვეყნა სტატიები ქართულ, რუსულ, ინგლისურ, უკრაინულ ენებზე ჟურნალებში "Gergian Journal" (2011,2012), "Georgia Today" (2005), "Georgian Star" (2005), "პოლიტიკა" (1993- 2005), "განათლებული საქართველო" (2004), "დროშა" (2004), "კრიტიკა" (1987), "ლიტერატურული საქართველო" (1985), "ცისკარი" (1975), "საბჭოთა ხელოვნება" (1975), "ხომლი" ( 1970), "მაცნე" (1970) და სხვ. სტატიებში გამოქვეყნებულია მასალები აფრო-ამერიკული პოეტებისა და პროზაიკოსების შესახებ, ამერკული კულტურის, სოციალური სიტუაციის, პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ; ხელოვნების, ლინგვისტიკის და პედაგოგიკის საკითხებზე, მსოფლიოს პოპულარული მოღვაწეების შესახებ (პაპი იოანე პავლე II, მარტინ ლუტერ კინგი, მალკოლმ იქსი...), სტატიები ფემინიზმის, განათლების, ხელოვნების შესახებ და სხვ. თ. ციცნცაძე არის მ. მდივნიშვილის წიგნ-ალბომების რედაქტორი (2008,2010). მის ნაშრომებზე დაიბეჭდა რეცენზიები გერმანიაში (ბერლინი,1988), რუსეთში ( მოსკოვი, 1984), თბილისში (1976). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ომისშემდგომი პერიოდის აფრო-ამერკული რომანი და რალფ ელისონის "უჩინარი ადამიანი", დაიცვა 1971 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰარლემის რენესანსის ლიტერატურა აშშ-ში: მთავარი მიმართულებები და კონცეფციები" , დაიცვა 1984 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |