The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატო დავითაშვილი

ნატო დავითაშვილი
Legal name:ნატო დავითაშვილი
Other name:ჯორჯი ვაშატელი  (Pseudonym)
Date of birth:3 July, 1964  (59 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი.

მიღებული აქვს ტექნიკური განათლება 1980-იანი წლების ბოლოს გამოთვლით ცენტრში პროგრამისტ-ინჟინრად მუშაობდა, პარალელურად ლექციებს კითხულობდა. 90-იან წლებში ნ. დავითაშვილი საგამომცემლო-პოლიგრაფიულ სფეროში ინაცვლებს. ამავე წლებშია გამოქვეყნებული მისი პირველი პუბლიკაცია, თუმცა ნამდვილი სამწერლო მოღვაწეობა წიგნის "ამბავი ლილე იროელისა" გამოქვეყნებით იწყება, რომელზეც მწერალი სამი წელი მუშაობდა. ნ. დავითაშვილი ფენტეზის ჟანრში წერს. მისი სტილი ეპიკურია, თხრობა - დინამიური. წიგნებში თანაბრადაა წარმოდგენილი როგორც ღრმა ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული მითოლოგიური თუ ეთნოგრაფიული რეალიები, ასევე ნებაზე მიშვებული ფანტაზია, რომელიც დროდადრო წარმოუდგენელ სიუჟეტებს გვთავაზობს. მისი ყველა წიგნი ერთი დიდი საგის ნაწილია, ყოველი ახალი წიგნი უფრო და უფრო მეტად მუხტავს მკითხველს და ახლის წაკითხვის დაუოკებელ სურვილს ბადებს.

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

Awards and Honors

  • 2012 - თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია "გალა", ნომინანტი
    ოთხი მხარე და ოთხი სვეტი/ნატო დავითაშვილი
  • 2011 - თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია "გალა", გამარჯვებული
    ნისლებში და ნისლებს მიღმა: რომანი/ნატო დავითაშვილი. - თბილისი, ლოგოს პრესი, 2011. - 317გვ.
  • 2009 - თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია "გალა", ნომინანტი
    როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან/ნატო დავითაშვილი თბილისი, ქარჩხაძის გამომცემლობა, 2009. - 318გვ.
  • 2008 - საბავშვო პროზის ლიტერატურული კონკურსი "ოქროს ბუმბული"
    როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან/ნატო დავითაშვილი თბილისი, ქარჩხაძის გამომცემლობა, 2009. - 318გვ.

Bibliography


Share: