Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ვასილ გულეური
Date of birth: | 19 August, 1971 (53 years) |
Category: | Architect, Writer |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1995 წელს. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "ახალი ეპოქა", "გორი", "ახალი ქართული გაზეთი", "24 საათი", "ხალხის გაზეთი", "ომეგა". გატაცებულია ფოტოგრაფიით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში (საქართველო, ბულგარეთი, რუსეთი, ესპანეთი). არის მედია ორგანიზაცია "გოუ ჯგუფის" "კავკასიის ავტორთა სკოლის" პირველი სასწავლო კურსის მონაწილე (2011). თარგმნილი აქვს ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, სერგეი ესენინის, მარინა ცვეტაევას, ივან ბუნინის, იოსიფ ბროდსკის, ქრისტინე ლავანტის, იოზეფ ვაინჰებერის ლექსები, რომლებიც დაბეჭდილია სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია ავსტრიული პოეზიის ოცტომეულში. საბავშვო ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში – "დილა", "აი ია", "ბაბილინა". მიღებული აქვს გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" მიერ გამოცხადებული თარგმანის კონკურსის პირველი (2012) და მეორე პრემიები (2011).
წყარო: "თავისუფლების" დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი.-თბ.,2012.-გვ.9; geocentre.wordpress.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 101-102
Awards and Honors
- 2007 - ლიტერატურული კონკურსი "წერო", მეორე პრემია
საბავშვო ლექსების ციკლი "საბავშვო ბაღი"
Bibliography
- ორშაბათი იწყება შაბათს : ზღაპარი უმცროსი ასაკის მეცნიერ-მუშაკთათვის (Translator). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2018. - 320გვ.. - ISBN: 9789941474538
- გულინარია გულეურისგან : სამზარეულოს გზამკვლევი მამაკაცებისთვის (Author). - თბილისი, ნოდარ დუმბაძის გამ-ბა და ლიტერატურული სააგენტო : ქეთევან დუმბაძე, 2018. - 72გვ.. - ISBN: 9789941955433
- მიკო და რეი : ზღაპარი 4 ნაწილად. წ. 2, პლომბირონები და ესკიმოსები (Author). - თბილისი, ქართული, 2018. - 120გვ.. - ISBN: 9789941805196
- მხიარული ლექსები : საბავშვო ლექსები (Author). - თბილისი, დილა, 2017. - 46გვ.. - ISBN: 9789941931475
- გრაფიკული ლექსები (Author). - თბილისი, დილა, 2017. - 15გვ.. - ISBN: 9789941931451
- თოვლის გუნდა ცირკში (Author). - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 12გვ.. - ISBN: 9789941240850
- ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი : საბავშვო ლექსები (Author). - თბილისი, საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2013. - 68გვ.. - ISBN: 978-9941-442-50-6
- დაბრუნებული ბგერები : საშობაო ზღაპარი (Author). - თბილისი, ელფი, 2012. - 44გვ.. - ISBN: 978-9941-431-32-6
- ზოოპარკი : საბავშვო ლექსები (Author). - თბილისი, შემეცნება, 2011. - 47გვ.. - ISBN: 978-9941-428-01-2
- ხუთი ამბავი ლექსად (Author). - თბილისი, სეზანი, 2009. - 32გვ.. - ISBN: 978-9941-9067-3-2
- ჩიტის მოტანილი ამბები : საბავშვო ლექსები (Author). - თბილისი, დიოგენე, 2008. - 90გვ.. - ISBN: 978-9941-11-021-4
|