შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკა აგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხო, ვანის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ–გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის", "სტალინელის" ("ახალი ქუთაისი"), "ჩვენი თაობის", "კომუნისტის" და "დროშის" რედაქციებში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის" თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. იყო ჟურნალ "მნათობის" რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი და რედკოლეგიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის" გამოშვებაში (1934–1935). ლიტერატურული მოღვაწეობა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო. ამავე პერიოდში იბეჭდება ნ. აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ–სტილისტი. ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება" (1941), "ჭაბუკები დარჩნენ მარად"(1961), და "ალექსანდრე ნეველი". თარგმნა ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.30; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.68 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |