შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით თურდოსპირელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვარდისუბანი, თელავის რაიონი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1915 წელს. 1906 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "თავისუფლების მსხვერპლნი", 1913 წელს - ლექსებისა და ნოველების პირველი კრებული "სიმთა ქვითინი". საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა ქართულ საბჭოთა პრესაში. მისი თაოსნობით 1927 წელს დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მწერალ გიორგი ქუჩიშლის (გიორგი ჩხეიძე) ძმა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.11; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |