Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე კერესელიძე![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1850 წელს დაამთავრა თბილისის I გიმნაზია. 1851 წელს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ-მასწავლებლად. 1852 წლიდან დაიწყო საგამომცემლო მოღვაწეობა. 1854 წლიდან მეთაურობდა ქართულ დრამატულ დასს. 1857 წლის იანვარში აღადგინა და გამოსცა ჟურნალი "ცისკარი", რომელსაც ხელმძღვანელობდა 18 წლის განმავლობაში. 1862 წელს დაარსა გაზეთი "გუთნის დედა", 1887 წლიდან უშვებდა გაზეთ "ცისკარს". ვ. კერესელიძის პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 წელს, გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკში". შემდეგ იბეჭდებოდა "დროებაში", "იმედში", "ივერიაში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" და "ჩემო თვალის სინათლევ" პოპულარულ სიმღერებად იქცა. 1855 წელს ცალკე წიგნად გამოიცა ი. კერესელიძის პოემები, 1859 წელს ლექსთა პირველი კრებული. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.213; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 183-184 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |