შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბანოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლაჯანა, ცაგერის რაიონი. მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "ცნობის ფურცელი", "შრომა", "მეგობარი", "ისარი", "თემი", "ამირანი", "სახალხო გაზეთი") იბეჭდებოდა. ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907წწ. რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ "მნათობში" (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი "სამართალს სისხლით მოვძებნი". ვრცელ ისტორიულ რომანში "შორეული ლანდები" (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც - "ღების ბატონი", "ქალი" და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 2.-თბ., 1977.-გვ. 194; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |