Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაბრიელ მცირე![]()
Biographyქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი, ბერად იყო დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში 30 წელი. მას მოთარეშე ლეკებმა მოკვეთეს თავი. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული: " მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს", "მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის", "სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი", "ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი", "მოკლე მოთხრობა პროფირისათვის". გაბრიელ მცირეს ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც "ჯვარშემოსილი" ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში). ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად გამოაცხადა. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |