The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გეგეშიძე

გურამ გეგეშიძე
Date of birth:21 July, 1934
Date of death:2 March, 2020  (at 85 years)
Category:Writer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ ''ცისკარში" გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა "სანამ ერთად ვართ" დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა. პირველი წიგნი "მზეა, თბილა" - 1965 წელს დაწერა. გამოქვეყნებული წიგნები: "ცოდვილი" – რომანი (1966); "სიშორე" - მოთხრობების კრებული (1967); "შურისძიება" (1968); "დევნილი" - მოთხრობა (1968); "სტუმარი" - რომანი (1970); "მოთხრობები" (1971); რომანების ტომი სათაურით – "ორი რომანი" (1978); "ხმა მღაღადებლისა" - რომანი (1982); "აპრილი" - მოთხრობების კრებული (1985); თხზულებათა "ერთტომეული" (1987);  "ჟამი" - მოთხრობები (1989); პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული - "სიტყვები" (1990); "სისხლის წვიმები" - რომანი (1993); "ნაცრის კოშკი" - რომანი (2001); "დევნილი" და სხვა მოთხრობები (2009).  არის ფილმის "კაშხალი მთაში" სცენარის ავტორი (1979); გადაღებულია ფილმში "დიდი მწვანე ველი" (მთავარი გეოლოგი, 1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978. -გვ.29; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.218

Member of Organizations

  • რუსთაველის საზოგადოება, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
  • რუსთაველის საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2016 - ილიას მედალი "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის

Bibliography


Share: