The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იესე ბარათაშვილი

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1728
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 1786  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

1750 წ-იდან იესე თეიმურაზ II-ის მეუღლის - ანახანუმის მდივანი იყო, შემდეგ - მოლარეთუხუცესი. 1758 წელს ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად. 1762 წელს ერეკლე II-მ სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, ხოლო 1764 წლის 25 ივნისს - თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგ მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და 1776 მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. 1777 დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით ისევ მდივანბეგად დანიშნეს. ბარათაშვილს ეკუთვნის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი "ცხოვრება-ანდერძი". ნაშრომი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიისათვის. ბარათაშვილის ლიტერატურული თხზულებებიდან ცნობილია ომონიმური რითმებით გაწყობილი "ლექსნი სამიჯნურონი" (ხელნაწერი Q-318). ანტონ კათალიკოსის ცნობით, ბარათაშვილს ლექსად აღუწერია ქეთევან დედოფლის ცხოვრება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ, რომ მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული "ნარგიზოვანი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.2.-თბ.,1977.-გვ.198; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.45

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: