შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიაიოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე. ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი. მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. ბაგრატიონი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით 1819 შეადგინა "ანთოლოგია", რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.38 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |