შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იონა გედევანიშვილი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფია1756 წელს რუსეთში გაჰყვა თავის მასწავლებელს ანტონ პირველს. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანტონმა მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტად აკურთხა. გედევანიშვილმა იმოგზაურა ევროპაში. იგი აქტიურად ჩაება რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში, იყო სასულიერო წიგნების გამომცემელი საზოგადოების წევრი. ეკატერინე II-მ რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დიდი პენსია დაუნიშნა. 1792-იდან ცხოვრობდა კიევში, 1795-დან მოსკოვში, იქვე გარდაიცვალა. თავისი მოგზაურობა (1805-1810) გედევანიშვილმა აღწერა თხზულებაში "მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა". ნაწარმოებში აღწერილია კონსტანტინოპოლი, ათონის ივერთა მონასტერი, იერუსალიმი, ალექსანდრია, სინის მთა, ვენა, პოლონეთის, მოლდავეთისა და რუსეთის ქალაქები, ხალხთა ზნე-ჩვეულებები, ვაჭრობა-მრეწველობა და სხვ. საეკლესიო მოღვაწე, მოგზაური. რუისის მიტროპოლიტი. წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |