Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ალხაზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზიარი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1891 წელს. მუშაობდა პროვიზორად ქ. ახალქალაქში. მისი თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა: "ბუნება და ცხოვრება" (1897), "მტკვარი, ჭოროხი, რიონი" (1912–1914), "სამკურნალო მცენარენი საქართველოში" (1899), "ვარძიის მონასტერი" და სხვა. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: "საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები" (1913), "ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია" (1915), "ბუნების ლექსიკონი" (1916). მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში - ქართული გიმნაზია. ეთნოგრაფ-ბიბლიოგრაფი, ბუნებისმეტყველი, პროვიზორი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.- თბ.- გვ.346;ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.128 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |