Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით კარიჭაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი:სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი. 1885 წლიდან მისი კრიტიკული პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "თეატრი", "მოამბე", "ჯეჯილი", "კვალი", "ივერია" და სხვ. 1887 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა - "სამი მსხვერპლი". 1921-1927წწ. უნივერსიტეტის სიძველეთსაცავის მცველი. 1905 შეადგინა "კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისა". ავტორია რუსთველოლოგიური ნაშრომებისა: "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის რეცენზიის გამო" (1904), "ვეფხისტყაოსნის შედგენილობა". 1903 და 1920 გამოსცა "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც საფუძვლად დაედო პოემის 1888 წლის დაბეჭდილი ტექსტი. აქვს გამოკვლევები ქართული ქორონიკონის, ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, აგრეთვე ნაშრომები საქართველოს ისტორიაში. დ. კარიჭაშვილს ეკუთვნის აგრეთვე "ქართული წიგნის ბეჭვდის ისტორია" (1929), "ქართული ენის გრამატიკა. ეტიმოლოგია" (1930) და სხვ. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.207 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |