Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ალადაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1904 წელს. 1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ, 1919-1921წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ. 1921-1924წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1921-1950წწ. საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე (ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედიცინო ინსტიტუტში). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიული დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. მისი მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის", დაიცვა 1911 წელს ქ. ხარკოვში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.259-260; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.98 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |