The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ზანგური

გიორგი ზანგური
Date of birth:14 October, 1982  (41 years)
Category:Actor/Actress, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 2004 წელს.

2005 წლიდან არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი ლექსების კრებული ჩემს "თანადედამიწელებს"; 2007 წელს გამოვიდა პოეტთა ორდენ ''სამკაულის'' კრებული და CD "ამიშვი ცამდე"; 2009 წელს გამოვიდა მეორე კრებული სახელწოდებით "წიგნი". გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი სამი პოეტური კრებული: "სარეპეტიციო ლექსები", "შენ. არავინ" და "გამამეორე". 2003 წლიდან თანამშრომლობს ცვლილებების თეატრთან; ამ თეატრში დაიდგა მისი ორი პიესა: დონორები და სახლი. მონაწილეობს რამდენიმე სატელევიზიო პროექტსა (სერიალები) და მხატვრულ ფილმში.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.145-146

Bibliography


Share: