Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მუშაობდა ქუთაისში საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედ და სხვა. ასათიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1929 წელს. ნოველათა პირველი კრებული ("ხუთი ნოველა") - 1936 წელს. თავის მოთხრობებსა და ნოველებში ასათიანი გვიხატავს თანამედროვეთა საინტერესო სახეებს, მათ შრომას, სამშობლოსათვის თავდადებას, სიკეთისაკენ მისწრაფებას, სიყვარულს (კრებულები "მოთხრობები", 1955, 1960, 1967; "მთის ლეგენდები", 1963; "შიშველი ხმალი", 1964; "ხალდეს ყვავილები", 1966; "გელათის ქრონიკები" 1968 და სხვა). ასათიანი ავტორია მრავალი ნარკვევისა, აგრეთვე მოგონებებისა ქართველ მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა შესახებ. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.64 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |