The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარონ ბიბინეიშვილი

ბარონ ბიბინეიშვილი
Legal name:ბართლომე ბიბინეიშვილი
Date of birth:1883
Date of death:1938  (at 55 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი სურები.

იყო რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. კომპარტიის წევრი 1898 წლიდან. 1898-1901წწ. მონაწილეობდა თბილისის მუშათა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში. 1903-1905წწ. იყო რესდმპ კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ხელძღვანელობდა კომიტეტის არალეგალურ სტამბას. 1905-1907წწ. რევოლუციის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, დემონსტრაციებსა და შეიარაღებულ გამოსვლებში. იყო ქუთაისის ციხის საიდუმლო გვირაბის გაყვანისა და პოლიტპატიმართა გაქცევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1918-1920წწ. იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი და აქტიურად იბრძოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დროს იყო რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, რევკომის საქმეთა მმართველი. იყო ცნობილ ტერორისტ და ექსპროპრიატორ კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის პარტიული ფსევდონიმი) მეგობარი და მასთან ერთად ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებებს.1936-1937წწ. - საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და სახელმწიფო გამომცემლობის გამგე. მას დაწერილი აქვს მემორიალური ხასიათის წიგნები და ბროშურები.

წყარო: society.iliauni.edu.ge

Bibliography


Share: