შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ამაღლობელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1962 წლიდან სხვადასხვა წელს იყო თსუ-ის კიბერნეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე, თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში და სხვ; 1985-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად; 1991 წელს დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად; ამავდროულად ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო და აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ნ. ამაღლობელი არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან ნ. ამაღლობელი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი. - თბ., 2015.-გვ. 64; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.220 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |