The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო ეული

სანდრო ეული
Legal name:ალექსანდრე ქურიძე
Other name:ეული  (Pseudonym)
Date of birth:23 October, 1890
Date of death:25 March, 1965  (at 74 years)
Burial location:თბილისი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ზომლეთი.

სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელთან არსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის გარიცხეს სასწავლებლიდან. 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. მძიმე ოჯახური პირობების გამო  იძულებით მიდის ფოთის ნავსადგურის მუშად. 1909 წლიდან მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ფოთში, შემდეგ ბაქოში, სადაც 1916 წელს  დააპატიმრეს და ბაქოს ბაილოვის საპყრობილეში მოათავსეს. 1917 წლიდან იგი კვლავ საქართველოშია. ამავე წელს შედის ბოლშევიკური პარტიის რიგებში. 1920 წელს მუშაობდა არალეგალურ გაზეთ "კომუნისტში", შემდეგ იყო მისი რედაქტორი. 1920 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა და კვლავ საპყრობილეში ჩასვა. ქუთაისის ციხეში დაწერა ლექსი "წითელ საქართველოს". მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ  ლიტერატურული ჯგუფ "პროლეტარული მწერლობის" ერთ-ერთი მეთაური გახდა. იყო  ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1931 წლის იანვარში დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, რომელიც ამავე წლის 25 თებერვალს საზეიმოდ გახსნა. მისი ხელმძღვანელობით ფონდებიდან ამოიღეს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველი გამოცემები და საჯარო ბიბლიოთეკა გახდა საბჭოთა პროპაგანდის ცენტრი. სანდრო ეული კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო 1931-1936  და 1944-1962წწ.

წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. -გვ. 140 

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე

Bibliography


Share: