The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ წულეისკირი

ნოდარ წულეისკირი
Date of birth:5 March, 1932
Date of death:11 February, 2015  (at 82 years)
Burial location:სოფელი წერაქვი, საკუთარ ეზოში, მარნეული რაიონი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველები ჟურნალ "ცისკარში"; 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი  სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ "დილას" პასუხისმგებელ მდივნად, "ცისკრის", "მნათობის" განყოფილების გამგედ; კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად; 1990წ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად; 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. არის არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორი. მისი ცალკეული  ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.85; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.391; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისია, წევრი (1990-1990)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1990)

Awards and Honors

  • 2010 - დავით აღმაშენებლის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია
  • 2008 - პრემია "საგურამო"
  • 2008 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 1958 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
    მტკვრის პირას გათეთრებული კაცები : მხატვრ. ნარკვევები/ნოდარ წულეისკირი.- თბილისი : საბჭ. მწერალი, 1961.-120გვ.
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: