The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი მაჩხანელი

დიმიტრი მაჩხანელი
Legal name:დიმიტრი ნადირაძე
Other name:თერგდალეული  (Pseudonym)
ლახვარიძე  (Pseudonym)
მაჩხანელი   (Pseudonym)
მთადიდელი  (Pseudonym)
Date of birth:11 January, 1861
Date of death:16 November, 1903  (at 42 years)
Burial location:სოფ. მაჩხაანი
Category:Translator, Writer, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული "ახალი სიზმარი" 1880 წელს გამოსცა, მეორე - "სიყვარულის კონა" - 1881 წელს. დ. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა დ. მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". იგი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა "თერგდალეულის", "მთადიდებლის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით. მისი ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა). 1895 წელს დიმიტრი ნადირაძემ სოფელ მაჩხაანში გახსნა "დეპო", რათა გლეხობა გადაერჩინა ჩარჩ-ვაჭრების დაუნდობელი ექსპლუატაციისაგან, ამავე წელს მისი თაოსნობით გაიხსნა სასოფლო ბაზარი (რომელიც შემდეგ ბოდბისხევსი გადაიტანეს) და ქალთა სკოლა, რომელსაც მან საკუთარი დიდი შენობა. 1895 წელსვე სოფელ მაჩხაანში დიმიტრიმ გახსნა სამეურნეო სასწავლებელი; მისივე ხელმძღვანელობით სოფელში აშენდა თეატრი და მისივე დახმარებით იმართებოდა წარმოდგენები (საქართველოს პროვინციებში ეს პირველი სახალხო თეატრი იყო). ნათარგმნი აქვს ა.ს.პუშკინის "ფერია" (დაიბეჭდა 1904 წელს ქუთაისში).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.510; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.348; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 236-237

Bibliography

  • მარო : დრამის ნაწყვეტი (Author). - ქუთაისი, მ. ლაღიძის გამოცემა, 1898. - 15გვ.
  • გლეხის ნაამბობი (Author). - თბილისი, წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის სტ., 1897. - 40გვ.
  • სოფლის კუნწულა : თხზულება (Author). - ტფილისი, ქართველთა ამხანაგობა, 1892. - 53გვ.
  • ძმური სიტყვა (Author). - ტფილისი, ივერია (ექ. ხელაძის სტ.)., 1887. - 147გვ.

Share: