Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1975 წელს; კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი (ვგიკ, მოსკოვი), კინოდრამატურგის სპეციალობით 1986 წელს. 1979-1981წწ. სტაჟირება გაიარა მეცნიერების პროგნოზირების განყ-ში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ЦЭМИ АН СССР) მოსკოვი; 1996-1997წწ. კულტურის პოლიტიკის დარგში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების, იუნესკოს საფრანგეთის კომისიის ერთობლივ " Formation Internationale Culture "-ში(პარიზი); 1997 წელს - ARTE, ფრანგულ-გერმანული ტელეარხი - სტაჟირება თემატური გადაცემის "თჰემა-ს" რედაქციაში(სტრასბურგი). 1992 წლიდან კითხულობს ლექციებს კინოდრამატურგიაში ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, 1991-1993წწ. ხელოვნების აკადემიაში, 1989-1992წწ. თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1987-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996-1997წწ. იგი არის საქართველოს სკაუტების ორგანიზაციის წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში. ი. მჭედლიშვილი არის მრავალი დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი. წლების მანძილზე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და რუსულენოვან ჟურნალებთან და გაზეთებთან. არის კულტურისა და კულტურის პოლიტიკის სფეროში მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |