The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა მჭედლიშვილი

შალვა მჭედლიშვილი
Date of birth:21 April, 1923
Date of death:5 May, 2007  (at 84 years)
Category:Medical Doctor, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სიღნაღის მაზრა, სოფელი ანაგა.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1945 წლის 27 მარტს 22 წლის შ. მჭედლიშვილი "იდეოლოგიურად მიუღებელი" ლექსების გამო დააპატიმრეს. ორ წელზე მეტი გაატარა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საპატიმროში, რაც 1945 წლამდე დახვრეტას ითვალისწინებდა. ახალგაზრდა პოეტის საქმეს იცავდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი შალვა ალექსი-მესხიშვილი; მან მოახერხა დახვრეტის მუხლის შეცვლა. მოგვიანებით სპეციალური დადგენილებით, შ. მჭედლიშვილი გადაასახლეს. 1949 წლიდან იჯდა ბაქოს, დონის-როსტოვისა და ვოლოგდის ციხეებში, იყო გადასახლებული იმიერ-პოლარეთში, სასჯელს ვორკუტის საკატორღო საპატიმრო ბანაკში იხდიდა, სადაც ქვანახშირის მე-6 (ყველაზე სასტიკ და მძიმე) მაღაროში უწევდა მუშაობა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ პოეტი გაათავისუფლეს ვორკუტის საკატარღო ბანაკიდან, მაგრამ სახლში დაბრუნების ნაცვლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ყარაღანდაში გადაასახლეს. იქვე გადასახლებაში დაამთავრა ყარაღანდის სამედიცინო ინსტიტუტი. იგი გადასახლებიდან ამნისტიით დაბრუნდა და იმყოფებოდა გასახლებაში. მას ლექსებს არ უბეჭდავდნენ - ცენზურა კრძალავდა მის შემოქმედებას, დედაქალაქში ცხოვრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, იყო ზედამხედველობის ქვეშ, საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე - შოვში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოსა და ახტალაში წლების მანძილზე მუშაობდა მკურნალ ექიმად. გამოცემული აქვს 10–ზე მეტი წიგნი, არის ავტორი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილებისა. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.290

Bibliography


Share: